|
2023-12-28 20:18:57, 1330 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე - ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგია
ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება განაპირობა ჩვენი ქვეყნის სწორმა ეკონომიკურმა და ენერგეტიკულმა პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს მთავრობა თანმიმდევრული ნაბიჯებით ახორციელებს უკვე წლების განმავლობაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. მისი თქმით, მესამე წელია, საქართველო, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ინარჩუნებს გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. როგორც ცინცაძემ აღნიშნა, 2021-22 წლებში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გრძელდება - ათი თვის მონაცემებით, შვიდ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რაც, მინისტრის მოადგილის განცხადებით, თავისთავად განაპირობებს იმას, რომ ეროვნული ვალუტა არის მყარი და სტაბილური. „უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვანი კომპონენტია და შესაბამისად, ტარიფის შემცირება პოზიტიური ფაქტორია ინფლაციის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნების თვალსაზრისით, მეორე მხრივ, ეს გაზრდის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას" - აღნიშნა ცინცაძემ. მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ასევე კერძო სექტორის საქმიანობაზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესზე, რაც, მინისტრის მოადგილის თქმით, ხელს შეუწყობს წარმოების ხარჯების შემცირებას და შესაბამისად, გაზრდის ქართული ბიზნესების კონკურენტუნარიანობას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. შემცირებული ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)