07:13 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 17:02:54, 1108 ნახვა

სამართალი
ბაკურ აბულაძე - პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობა ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების უწყებებთან დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას უწყობს ხელს

საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულის და ფულის გათეთრების, მათ შორის ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, აღნიშნული მიმართულებით, პროკურატურა განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვანი ევროპული ქვეყნების - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ესპანეთის სამეფოს, შვეიცარიის კონფედერაციის და ნიდერლანდების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საპოლიციო და საპროკურორო დანაყოფებთან.

“უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის ჩარჩო არ შემოიფარგლება მხოლოდ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი რეგულაციებით; აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გაცვლის ოპერატიული არხები და ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში გაწევრიანების გზით, მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობის გამარტივებული პროცედურები”, - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ. 

ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს, უცხოელ სამართალდამცავებთან ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორის, წევრისა და იურიდიული პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. 

"ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ფარგლებში, უზრუნველყოფილი იქნა ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივების მოძიება, შემდგომი ჩამორთმევის მიზნით დაყადაღება და დანაშაულის ცხელ კვალზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებების აღმოჩენა.

პირდაპირი ეთერი (ლინკ): საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics