10:37 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-25 22:43:08, 972 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ჩავიდა და ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ჩავიდა, სადა იქ მებრძოლ ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურებისგან საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღო. 

"ვიცი, რომ თქვენ ოჯახები დატოვეთ და ასევე ვიცი, რომ ოჯახები მხარდაჭერას გიცხადებენ. ეს არის ის ძალა, რომელიც გამარჯვების გასაღებია. თქვენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი. პირველი - ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი სიცოცხლისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს მისია დავასრულოთ, მაგრამ ჩვენი სურვილია დაგიცვათ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.მეორე - ჩვენ არ გავჩერდებით, ყველას, ვინც გაჩერებაზე საუბრობს ვეტყვი - არა. ჩვენ არ ვჩერდებით. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მანამ ბოლოს არ მოვუღებთ, იქამდე არ გავჩერდებით", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics