13:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-25 17:43:07, 888 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - გურიაში, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი დაარსდება

​გურიაში, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი დაარსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შამუგიას თქმით, აღნიშნული ფართობის დიდი ნაწილი მოიცავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, დაახლოებით 13 ათასი ჰექტარი და დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.

„დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ორჯერ გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი; მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ვაგრძელებთ. მიმდინარეობს კვლევები სხვა რეგიონებში დაცული ტერიტორიების შექმნასთან მიმართებაში; აქტიურად ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. გვქონდა საჯარო განხილვები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. შემუშავებული პროექტის მიხედვით, გურიაში დაარსდება ეროვნული პარკი, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე. ამ ფართობის დიდი ნაწილი მოიცავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, დაახლოებით 13 ათასი ჰექტარი და დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა შამუგიამ.

მისივე თქმით, გურიის ეროვნული პარკის შექმნა, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის, ეკოტურისტული მიმართულებებით სხვადასხვა საქმიანობაში მოსახლეობის ჩართვის კუთხით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics