|
2023-12-20 09:51:33, 919 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დიქტატურის დასაწყისია
კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დიქტატურის დასაწყისია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს. „სოროსის მიერ დაფინანსებული „დემოკრატები“ არიან ამ მანკიერი სარჩელის უკან და დაუყოვნებლივ გამოიყენებენ გადაწყვეტილებას დანარჩენ 49 შტატში. შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლებიც „დემოკრატებმა“ დანიშნეს, ახლახან ამოიღეს ჩემი სახელი 2024 წლის კენჭისყრიდან კოლორადოში. ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, მემარცხენე მოსამართლეებს არ მისცემს უფლებას, რომ „ამერიკელების უმრავლესობის ხმები მოიპარონ“. „ჩვენ ამ ბრძოლას მივიტანთ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. ვიმედოვნებ, რომ ამერიკელები ყველგან გაიღვიძებენ იმის გამო, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. მმართველი პარტია ცდილობს, მოიპოვოს ტოტალური კონტროლი ამერიკაზე, არჩევნების გაყალბებით. წამყვანი ოპონენტი, რომელიც არის პოლიტიკური აუტსაიდერი, რომელიც მზად არის, დაიცვას შრომისმოყვარე ამერიკელების საჭიროებები და ინტერესები. ასე იბადება დიქტატურა. მე ვიყარე კენჭი პრეზიდენტობაზე, რათა ვიყო ამერიკელი ხალხის ხმა და დამცველი და ეს მოიცავს თქვენი ხმის უფლების დაცვას. მე არ მივცემ უფლებას მემარცხენე მოსამართლეებს, მოიპარონ ამერიკელების უმრავლესობის ხმები“, - დასძინა ტრამპმა. შეგახსენებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)