13:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-19 03:29:52, 1365 ნახვა

მსოფლიო
წითელი ზღვის ბლოკირების გამო ანტიჰუსიტური კოალიცია იქმნება

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოოდ ოსტინმა  საერთაშორისო მრავალეროვნული კოალიციის შექმნა გამოაცხადა იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა, რაც წითელ ზღვასა და ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან კამიკაძე დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით  სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან. 

 “ ოპერაცია კეთილდღეობის მცველი” ჩართვებიან შემდეგი ქვეყნების საზღვაო ძალები- ბაჰრეინი
კანადა,  საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ. 

 ამ დრომდე უცნობია აღნიშნულ ოპერაციას იემენში ჰუსიტების პოზიციებზე სარაკეტო/ავია იერიშების აქტიური ხასიათი ექნება, თუ წითელ ზღვაში მორიგეობაზე დადგებიან ხომალდები და საჰაერო თავდაცვის ფუნქციას შეასრულებენ.

მსოფლიოს ორმა უმსხვილესმა გადამზიდავმა კომპანიამ – Maersk-მა და Hapag-Lloyd-მა განაცხადეს, რომ მათ  შეაჩერეს ტვირთების გადაზიდვა წითელი ზღვის სრუტეში, რომელიც მნიშვნელოვანია გლობალური ვაჭრობისთვის. მანამდე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა არის ისრაელზე ზეწოლა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics