17:43 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 09:23:01, 599 ნახვა

საზოგადოება
„ქართული ოცნება“ ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

"ქართული ოცნება"  ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მმართველი პარტია იოსელიანის ოჯახსა და მეგობრებს თანაგრძნობას უცხადებს. 

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.

ოთარ იოსელიანის ინდივიდუალიზმითა და უნიკალურობით გაჯერებულმა ნამუშევრებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც მრავალი აღიარება მოიპოვა.

თანაგრძნობას ვუცხადებთ ოთარ იოსელიანის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კინო და ოთარ იოსელიანის უკვდავი ნამუშევრები",- ნათქვამია "ქართული ოცნების" სამძიმრის წერილში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics