|
2023-12-17 18:53:41, 726 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ყველას-ოთარ იოსელიანის ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო. ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. 1962 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი, ხოლო 1964 წელს დოკუმენტური ფილმი თუჯი. 1966 წელს გადაღებულმა მისმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, გიორგობისთვე კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის სპეციალური კინოპრესის ჯილდო მიიღო. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია, საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი, ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი. 2022 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, პრომეთე გადაეცა.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)