17:43 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-16 17:59:47, 878 ნახვა

საზოგადოება
მერია - მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 18 დეკემბრიდან ორმხრივად აღდგება

საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. 18 დეკემბრიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.

“ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნაწილზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19 800 კვადრატული მეტრია.

პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

პროექტისათვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics