18:53 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 20:24:47, 729 ნახვა

საზოგადოება
მერია - ახმეტელის ქუჩაზე სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ახმეტელის ქუჩაზე ხუთი მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, მოსასვენებელ სივრცეებში ახმეტელის ქუჩის N2, 4, 6 და 8 ნომრებში, ასევე დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 21-ე კორპუსის მიმდებარედ  მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, პატარებისთვის მოეწყო გასართობი ზონა, ასევე, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები. ამასთან, ახმეტელის ქუჩა N8-ის მიმდებარედ არსებულ სივრცეში უსახური ავტოფარეხების დემონტაჟიც განხორციელდა.
 
"აღნიშნული პროექტის ღირებულებამ 652 313 ლარი შეადგინა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სგ ჯგუფი“ განახორციელა.
 
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი და დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics