21:09 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 13:39:16, 689 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალების მეთაურმა ესტონეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იმყოფება. გენერალ-მაიორ ენნო მიოტსს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბრისას ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობასა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი შეეხო ნატოსთან ურთიერთობის საკითხებსა და როგორც ორმხრივ, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფორმატებში ესტონეთის მხარდაჭერას. აღინიშნა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის წარმატებული თანამშრომლობა.

„შეხვედრას თავდაცვის თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ.

თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, ესტონეთის თავდაცვის ძალების დელეგაციას რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე, თავდაცვის ძალების განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარუდგინეს. ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი საქართველოს ეროვნულ გვარდიასაც ესტუმრება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics