22:06 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 10:06:52, 697 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, 10 წლის ბიჭის მიერ ნასროლი პიროტექნიკა საწვავის ავზში ჩავარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

დაშავებული მოზარდი ჯერ ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაში, შემდეგ კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. 

"პაციენტი შემოყვანილია თვითდინებით, ახლობლების მიერ - დამწვრობით, განპირობებული პიროტექნიკით. დამწვრობა განისაზღვრება მეორე-მესამე ხარისხით. არის გულ-მკერდის, ყელის მიდამოებში. კატასტროფის ბრიგადით გადაყვანილია თბილისში, დამწვრობის ცენტრში სტაბილურ მდგომარეობაში. პაციენტი იყო კონტაქტური, 10 წლის ბიჭი",- განაცხადა ქობულეთის "ევექსის" ჰოსპიტალის ემერჯენსის მიმღებმა ექიმმა, ფატიმა ბეჟანიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics