|
2023-12-04 16:30:00, 1484 ნახვა
რეგიონი
ქედის მერია - ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
ქედაში, ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, 16 დღიანი „არა ძალადობას“ კამპანიის ფარგლებში, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, შეხვედრა ღია სივრცე საზოგადოებისთვის „ქალთა ოთახმა“ და გენდერული საბჭოს წევრებმა გამართეს. მოეწყო თემასთან დაკავშირებული ვიდეო რგოლების ჩვენება და განხილვა, ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების მანკიერ მხარეებზე და განათლების აუცილებლობაზე. „ტრენინგს განათლების სამინისტროს ექსპერტი, ფსიქოლოგი - მაია ბლადაძე უძღვებოდა. დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს ურიგდებათ ფლაერები, მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები ისჯებიან კანონით. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად თემასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოები გადაეცათ, რომლის უკუკავშირი იანვრის თვეში გაიმართება. ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი „არა ძალადობას“ კამპანიის ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 5 დეკემბერს გაიმართება“, - აღნიშნულია ქედის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)