|
2023-11-28 12:14:05, 1392 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ფერმერები არასტანდარტულ ციტრუსზე გაორმაგებულ სუბსიდირებას მიიღებენ
ფერმერები არასტანდარტულ ციტრუსზე გაორმაგებულ სუბსიდირებას მიიღებენ, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რიჟვაძის თქმით, წელს ფერმერები არასტანდარტულ მანდარინზე, ნაცვლად 15 თეთრისა მიიღებენ 30 თეთრის სუბსიდიას. "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაორმაგებულიყო არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება და შესაბამისად, მიმდინარე წელს ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსეები არასტანდარტულ მანდარინზე მიიღებენ 30 თეთრს სუბსიდიას. რაც შეეხება ციტრუსის რთველის მიმდინარეობას, უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონაზე მეტი და ვთვლით, რომ შეფერხებების გარეშე შევძლებთ ამ სეზონის ჩატარებას", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, წარმატებით მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი და ამ ეტაპზე უკვე ექსპორტირებულია 3700 ტონა ციტრუსი. გარდა ამისა, მობილიზებულია მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები, რამდენიმე დღეში ფუნქციონირებას დაიწყებს არასტანდარტული ციტრუსის მიმღები საწარმო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)