02:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 20:31:22, 2139 ნახვა

სპეციალური ანონსი
28 ნოემბერს სოფლის განვითარების კონფერენცია გაიმართება

28 ნოემბერი, 10 საათი, ექსპო-ჯორჯია, მე-3 პავილიონი ''ევროკავშირი და საქართველო სოფლის მდგრადი განვითარებისათვის" თემაზე, სოფლის განვითარების კონფერენცია ჩატარდება, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველო ინსტიტუციურ რეფორმებს ახორციელებს, რათა სათანადოდ მოამზადოს სახელმწიფო უწყებები ამ მნიშვნელოვანი გარდაქმნისთვის, სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სექტორი ამ მხრივ საყურადღებო ადგილს იკავებს.

"შესაბამისი პოლიტიკის, რეფორმებისა და კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბერს სოფლის განვითარების კონფერენცია მოიწვია, რომლის მუშაობაში სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივი ორგანიზაციები, საერთაშორისო პარტნიორები და სოფლის განვითარების ევროპელი ექსპერტები ჩაერთნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics