|
2023-11-24 09:56:03, 724 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, რატი ბრეგაძისა და შანდორ პინტერის შეხვედრა „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივი დეკლარაციის" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მიმდინარე წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი. "იუსტიციის მინისტრმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააცნო, რომლებიც ეფუძნება ბალანსს ციხეებში უსაფრთხოების ზომების გატარებასა და კარგად ფუნქციონირებულ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებს შორის. კერძოდ, უნგრელ კოლეგას ინფორმაცია მიეწოდა ციფრული უნივერსიტეტის, სპორტის მართვის სისტემის, მსჯავრდებულთა დასაქმების, მაღაზია „რე-მარკეტის", პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლების მეშვეობით სახელმწიფო სერვისების მიწოდების, სულ ცოტა ხნის წინ დაბა ლაითურში გახსნილი და 2024 წელს რუსთავში დაგეგმილი ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების თაობაზე. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)