|
2023-11-17 15:46:46, 660 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - ლაითურის დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს უმაღლესი სტანდარტით
ლაითურის დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს უმაღლესი სტანდარტით,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ბრეგაძის თქმით, ახლად გახსნილ №1 პენიტენციურ დაწესებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 700 პატიმარზე გათვლილ დაწესებულებაში ყველა პირობაა დაცული ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით დასაცავად. „სამწუხაროდ, ადამიანები ყველა ქვეყანაში სჩადიან დანაშაულს და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში სასჯელს სჭირდება აღსრულება. ეს რთული მისია საქართველოში აკისრია იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ, პრობაციის ბიუროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. ამ მიმართულებით ჩვენ დაბა ლაითურში სულ რამდენიმე დღის წინ გავხსენით, მაგალითისთვის, 700 პატიმარზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილია 700 პატიმარზე და უზრუნველყოფილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს უმაღლესი სტანდარტით", – განაცხადა ბრეგაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)