12:18 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 13:09:39, 636 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - სულ ცოტა ხანში, საზოგადოება სტუდია „იუსტიციად“ იხილავს

კიდევ ერთი პროექტი მინდა, დავაანონსო - ეს არის სტუდია „იუსტიცია“ - საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნიკალური პლატფორმა,- აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სტუდია „იუსტიციის" მიზანი სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და იურიდიული ხასიათის თემებზე დისკუსიის ხელშეწყობაა.

„კიდევ ერთი პროექტი მინდა, დავაანონსო - ეს არის სტუდია „იუსტიცია“ - უნიკალური პლატფორმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის. სულ ცოტა ხანში საზოგადოება იხილავს ამ სტუდიას. ეს იქნება, ფაქტობრივად, ინტერნეტტელევიზია, რომელიც განკუთვნილი იქნება იურისტებისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სამართლებრივი საკითხებით", - განაცხადა ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადაწყვიტა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იცავს აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics