08:18 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 18:24:05, 1214 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ავდეევკასა და კუპიანსკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა გაზარდა

რუსეთმა ავდეევკასა და კუპიანსკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა გაზარდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგრესორი თავისუფალ ხერსონზე შურისძიებას აგრძელებს და ყოველგვარი სამხედრო აუცილებლობის გარეშე ბომბავს ქალაქის ცენტრს.

"უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მტერმა ავდეევკას, კუპიანსკისა და დონეცკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა გაზარდა.

მადლობელი ვარ ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც თავიანთ პოზიციებს იკავებენ და შეტევით ოპერაციებს არ წყვეტენ", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics