|
2023-11-13 17:30:53, 807 ნახვა
საზოგადოება
განსაზღვრულ მონაკვეთებში ზამთრის საბურავები სავალდებულო ხდება - რას გულისხმობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცვლილება
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანა იგეგმება. ცვლილების მიხედვით, ზამთრის პერიოდში, მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მოთხოვნას არ შეასრულებს, მას დაეკისრება ადმინისტრაციული სანქცია - ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მას მართვის მოწმობაზე 5 ქულა დააკლდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით, მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში [უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები] 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდს შეეხება. მისი თქმით, საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს მთავრობა დაადგენს. როგორც დარახველიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრს ექნება უფლებამოსილება, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ორ ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონის ვალდებულება დაადგინოს.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)