|
2023-11-13 10:14:29, 1030 ნახვა
რეგიონი
კასპის მერია - სოფელ თოგოიანის მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის, სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თოგოიანის მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აჩიკო გიგოლაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, პროექტი რომელიც 1 075 გრძივი მეტრი გზის მოწყობას ითვალისწინებს რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს „ჩაგელა“ ასრულებს. „სოფლის მისასვლელი გზა ასფალტირებული არასოდეს ყოფილა, დაგებული ორფენიანი ასფალტი კი მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)