18:04 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 13:04:31, 626 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი შოთაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში ​იასპერ მოლერს შეხვდა

​გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელს საქართველოში იასპერ მოლერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

“გენერალურმა პროკურორმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმების და არსებული ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში UNICEF-თან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics