|
2023-11-08 12:58:23, 1276 ნახვა
რეგიონი
ქედის მერი ქემერის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში მონაწილე ანსამბლ „იაგუნდის“ წევრებსა და „კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელს შეხვდა
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე თურქეთის რესპუბლიკის ქემერის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში მონაწილე ქალთა ფოლკლორული ანსამბლ "იაგუნდის" წევრებს და ა(ა)იპ "ქედის კულტურის ცენტრის" ხელმძღვანელს, ჯამბულ სურმანიძეს შეხვდა. ქედის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი "იაგუნდი" თურქეთის რესპუბლიკის ქემერის მუნიციპალიტეტში მშვიდობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობდა. "ანსამბლი "იაგუნდი" მსმენელის წინაშე აჭარული და ლაზური სასიმღერო რეპერტუარით წარსდგა. მშვიდობის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში ანსამბლი ორ ნომინაციაში "საუკეთესო მუსიკა" და "საუკეთესო პერფორმანსი" დაჯილდოვდა. ანსამბლ "იაგუნდს" პრიზები ქემერის მუნიციპალიტეტის მერმა, ნეჯეთი თოფალოღლუმ გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)