|
2023-11-08 12:51:28, 796 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - საბანკო სექტორის განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ საქართველო იყოს რეგიონის ფინანსური ცენტრი
საბანკო სექტორს გააჩნია წამყვანი როლი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს წარმატებაში, ვხედავთ, რომ ეს სექტორი არა მხოლოდ იზრდება, არამედ უფრო მეტად ინოვაციური, უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ხდება გლობალურადაც და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველო იყოს რეგიონის ფინანსური ცენტრი,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვიცე-პრემიერმა ეროვნული ბანკის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის სტაბილურობის, წარმატებისა და განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკისა და ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობისთვის. „ბოლო წლებში ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის სრულ თანხვედრაში საფინანსო და საბანკო სექტორთან. ჩვენ ვმუშაობთ კაპიტალის ბაზარზე, დანაზოგების შექმნის ახალ სისტემებზე, მექანიზმებზე, ვმუშაობთ, რომ გაჩნდეს ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტები მეტი კაპიტალის მოსაზიდად ქვეყანაში, რათა კიდევ უფრო დავაჩქაროთ, კიდევ უფრო მდგრადი და ინოვაციური იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ჩვენი ხალხის ინტერესებს",- აღნიშნა მინისტრმა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ის ფაქტი, როცა პანდემიისა და გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველო ახერხებს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და გვაქვს საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზები, საბანკო სექტორთან წარმატებული დიალოგისა და თანამშრომლობის შედეგია. „ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის დიალოგი და თანამშრომლობა - ჩვენ გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს საბანკო სექტორთან, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან და ვფიქრობ, რომ ეს დიალოგი, რომელიც საქართველოს მთავრობას, ეკონომიკურ ბლოკს გააჩნია კერძო სექტორთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ უფრო მსუბუქად გადავიტანოთ გარეშოკები, რომლებიც არაერთხელ ყოფილა ბოლო ათწლეულების განმავლობაში",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ბანკირის დღე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ინიციატივით, პირველი ქართული ბანკის - "სათავადაზნაურო ბანკის" დაარსების 125 წლისთავისა და 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის, ილია ჭავჭავაძის დაბადების 163 - ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია აღინიშნება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)