|
2023-11-06 11:50:50, 959 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბათუმში ტურიზმის ფესტივალი გაიმართება
"საქართველოს ბანკისთვის" ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი მრავალი წელია აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს ამ სექტორის გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, 10 და 11 ნოემბერს, რადისონ ბლუ ბათუმში, ტურიზმის ფეტივალი - ტურისტერი გაიმართება. ტურისტერი B2B და B2C ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოში. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა: ციფრული ტექნოლოგიები, ქცევის ცვლილება და მარკეტინგი, ასევე მონაცემთა ანალიტიკა ტურიზმში. ფესტივალს სპიკერის რანგში დაესწრებიან ისეთ კომპანიის წარმომადგენლები, როგორიცაა: TripAdvisor-ის, Expedia-ს, Google Cloud-ის, Bolt-ისა და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურიზმის სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე, გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრებენ. „საქართველოს ბანკი" მრავალი წელია საქართველოში ტურიზმის სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. მოხარულები ვართ, რომ ახლა უკვე ტურიზმის ფესტივალის პარტნიორები ვართ, რომელიც ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება ბათუმში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობენ ბიზნესებს წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი, შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს, გააზიარონ და მოისმინონ საერთაშორისო კომპანიების გამოცდილება და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, რაც ქართული ბიზნესის გაძლიერებას და მდგრად განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მომხმარებლები ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ღონისძების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)