|
2023-10-28 12:58:10, 912 ნახვა
ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილი თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქ.ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აკვაკულტურის განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ბიზნესოპერატორებს, ვინც აქტიურადაა ჩართული აკვაკულტურის საკითხებში, გავაცანით სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობები. ლაბორატორიას აქვს რესურსი, ყველა საჭირო კვლევა ჩატარდეს სრულყოფილად. მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება არის გარანტია, ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი პროდუქტით, ხოლო მეორე მხრივ, ქართული პროდუქციის ინტეგრაცია მოხდეს ევროკავშირის ბაზარზე”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა დეტალურად ისაუბრა აკვაკულტურის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ კვლევებზე. საუბარი შეეხო ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს. თევზმომშენებელ ფერმერებთან გამართულ შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თევზმომშენებელი ფერმების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან, სამინისტროს წარმომადგენლებთან და თევზმომშენებელ ფერმერებთან ერთად, დაბა ქედაში არსებული ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია ფორეჯის კალმახის საინკუბაციო საამქრო დაათვალიერეს და მიმდინარე საქმიანობას გაეცნენ. საუბარი შეეხო მსგავსი მეურნეობების განვითარებისთვის ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობას.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)