|
2023-10-26 10:09:30, 1309 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში "ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში" საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან, გენდერული საბჭოს წევრებთან და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, შეხვედრას ქალთა პოლიტიკური მიმართულების ექსპერტი მაია კუპრავა-შარვაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი/იურისტი ალექსანდრე სვანიშვილი უძღვებოდნენ. "შეხვედრის მიზანია პროექტის ფარგლებში ქალებთან შეხვედრების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გაცნობა, იდენტიფიცირება, სამომავლო ინტერვენციების დაგეგმვა, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება. პროექტი "ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში" დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)