|
2023-10-25 11:27:36, 644 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ელჩი - ისრაელი გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე უარს იტყვის
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, ისრაელი გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე უარს იტყვის. ამის შესახებ გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა განაცხადა. ”მისი შენიშვნების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. ვიზაზე უარი უკვე ვუთხარით გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსს. დადგა დრო, მათ გაკვეთილი ვასწავლოთ",- აცხადებს ელჩი. ცნობისთვის, მანამდე, ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის გადადგომა მოითხოვა. ერდანმა ეს მოწოდება მას შემდეგ გააჟღერა, რაც გუტიერეშმა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა, რომ "ჰამასის" თავდასხმები "ვაკუუმში არ მომხდარა" და რომ პალესტინელები "56 წელია ოკუპაციას ექვემდებარებიან".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)