13:31 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-21 10:57:02, 781 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის საელჩო ისრაელში - რაფაჰის გამშვები პუნქტი შეიძლება მალე გაიხსნას

რაფაჰის გამშვები პუნქტი შეიძლება მალე გაიხსნას. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ისრაელში ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ხნით იქნება ეგვიპტესა და ღაზას სექტორის დამაკავშირებელი საზღვარი ღია.

"ჩვენ ველით, რომ თუ საზღვარი გაიხსნება, ბევრი ადამიანი ეცდება მის გადაკვეთას, ამიტომ აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც ეგვიპტეში გადასვლას დააპირებენ, უნდა ელოდნენ პოტენციურად ქაოსურ და მოუწესრიგებელ გარემოს ორივე მხარეს", - წერია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს, ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს. 

მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა.

ამასთან, 18 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics