|
2023-10-08 16:53:21, 1657 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ისრაელი ომშია და ქვეყანას შეუძლია, "მნიშვნელოვანი სამხედრო მოქმედებები" განახორციელოს. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის მედია პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. კაბინეტის განცხადებამდე, ომზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელმაც "ჰამასის" ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანა ომშია. ნეთანიაჰუს განცხადებას უსაფრთხოების კაბინეტის გადაწყვეტილება იურიდიულ საფუძველს აძლევს. შეგახსენებთ, გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა. ბოლო მონაცემებით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო შეტევას, სულ მცირე, 313 პალესტინელი ემსხვერპლა.
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)