12:27 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 14:21:09, 814 ნახვა

საზოგადოება
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ფორუმის „ძლიერი კავშირები მიწოდების ჯაჭვში“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ფორუმის „ძლიერი კავშირები მიწოდების ჯაჭვში“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით დავით წითლიძემ და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დირექტორმა ლუიზა ნამიჩეიშვილმა გახსნეს.

„დარგობრივი ასოციაციების, აკადემიური წრეების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გამართული ფორუმი სოფლის მეურნეობის წარმოების ჯაჭვის მონაწილეებს შორის კავშირების გამყარების აუცილებლობის მნიშვნელობას მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგობრივ ასოციაციებსა და ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი დარგობრივი ასოციაციებისა და ორგანიზაციების საერთო გამოწვევებისა და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივ განხილვა-გადაწყვეტას ითვალისწინებს.

ღონისძიება გაერთიანება „აგროსერვისის“ ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics