|
2015-02-10 15:29:50, 1802 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ლარის კურსის დარეგულირებაში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება არ არის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ლარის კურსის დარეგულირებაში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება არ არის. „ეროვნულ ბანკთან ძალიან კარგი კოორდინაცია გვაქვს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ერთად ვმუშაობთ და ფაქტიურად გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება არის გუნდური. რა თქმა უნდა მონეტარული პოლიტიკა მათი პრეროგატივაა, ამ ეტაპზე მათი ჩარევის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. არ არსებობს ის ზეწოლა, რომელიც ეროვნულ ბანკს აიძულებდა, რომ კურსის დაკორექტირებაში ჩარეულიყო. უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად ვაცნობიერებთ იმ საგარეო ეკონომიკურ ეფექტებს, რომელიც სახეზეა“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური გაუმჯობესების მიზნით მთავრობას სამოქმედო გეგმები აქვს. „ ჩვენ გვაქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ. ამ გეგმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი წლევანდელ წელს ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდა და დამატებითი დონორების, დაფინანსების მოძიებაა, რომელსაც ვფიქრობ წარმატებით გავართმევთ თავს“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)