|
2023-09-28 10:15:02, 1233 ნახვა
რეგიონი
ქედაში, ქონების მართვის ახალი პროგრამის პრეზენტაცია და ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით ტრენინგი გაიმართა
ქედაში, ქონების მართვის ახალი პროგრამის (eproperty) პრეზენტაცია და ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით ტრენინგი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, ტრენინგის მიზანს ქონების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დანერგვა წარმოადგენდა, რომელსაც ფასილიტაციას საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ხოსრუაშვილი უწევდა. „შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის და მუნიციპალური ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ქედის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)