18:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 17:01:28, 885 ნახვა

სამართალი
ეძგვერაძის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 6 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანში, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 6 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საქმის პროკურორის განცხადებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ბრალდებულები სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდგომ სახელმწიფო საზღვრის დატოვებას ცდილობდნენ. 

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებულიყო პატიმრობა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფატებით ნამდვილად დადასტურდა ბრალდებულების მხრიდან მომდინარე გამოძიებისა თუ მართლმსაჯულების განხორციელებაში უარყოფითი ჩარევის რეალური საფრთხე. საქმეზე წარმოდგენილი ფაქტებით დასტურდებოდა, რომ ბრალდებულები სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდგომ ცდილობდნენ სახელმწიფო საზღვრის დატოვებას, რა დროსაც ისინი შეაჩერეს",- განაცხადა საქმის პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისში, გლდანში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა 22 სექტემბერს განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეძგვერაძისა და მისი თანმხლები პირების თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

23 სექტემბერს კი, პოლიციამ 6 პირი დააკავა​.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics