|
2023-09-23 11:14:24, 1065 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილის თანათავმჯდომარეობით, აშშ-ში საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თანათავმჯდომარეობით, აშშ-ში საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ჯგუფის წევრებს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით, ცოტა ხნის წინ, დავნერგეთ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, რაც დღევანდელი მდგომარეობით, 2300-ზე მეტ პრეპარატზე ვრცელდება. ვმუშაობთ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, უშუალოდ, მწარმოებელთან პირდაპირი კონტრაქტის (Managed Entry Agreements) მექანიზმის დანერგვაზე, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფარმაცევტული დანახარჯების შესამცირებლად. აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო სერვისებზე, მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა. ჯანდაცვის მინისტრი, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)