17:47 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 16:32:44, 975 ნახვა

სამართალი
რექტორის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის ინფორმაციით, ამავე უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროფესორი ოთარ გელაშვილი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გუშინ გარდაიცვალა.

როგორც სტუ-ს რექტორმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა, გელაშვილი, დაახლოებით, ერთი თვის წინ, რამდენიმე საათით მიუწვდომელი იყო, შემდეგ კი, ქვემო ქართლის რეგიონში მძიმე მოტეხილობებით იპოვეს.

"ბატონი ოთარ გელაშვილი ერთი თვის, 40 დღის წინ, ერთი დღე იყო 19:00 საათიდან დილამდე მიუწვდომელი. შემდგომში ის იპოვეს ქვემო ქართლის რეგიონში. იყო ძალიან მძიმე მოტეხილობებით. გაუკეთდა ოპერაცია რუსთავში, შემდეგ გადმოყვანილი იყო საუნივერსიტეტო კლინიკაში. ბატონი ოთარ გელაშვილი გარდაიცვალა გუშინ დილას...ის გარდაიცვალა ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით",- ამბობს რექტორი.

გურგენიძის თქმით, პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა, ხოლო კიდევ ერთს ეძებენ.

"გამოძიებას დაკავებული ჰყავს ერთი პიროვნება, როგორც ვიცი, ერთი პიროვნება კი, მიმალულია - საზღვარგარეთ იმავე დღეს. მიმდინარეობს გამოძიება... ჩვენ გვაქვს ერთადერთი ის ინფორმაცია, რომ ეს არ უკავშირდება მის აკადემიურ საქმიანობას, არც სამეცნიერო საქმიანობას. მოგეხსენებათ, მეცნიერს აქვს უფლება, ჰქონდეს პირადი ბიზნესი და შეიძლება, ერთ-ერთ ბიზნესს უკავშირდებოდეს, რომელსაც გამოძიება დაადგენს. მთავარი ვერსია არის ეს",- განაცხადა დავით გურგენიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics