|
2023-09-15 14:27:47, 1151 ნახვა
რეგიონი
ახალი სასწავლო წელი ქედის მუნიციპალიტეტის 29-ვე საჯარო სკოლაში განახლდა
ახალი სასწავლო წელი ქედის მუნიციპალიტეტის 29-ვე საჯარო სკოლაში განახლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტეის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მერთან ერთად, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ და რესურსცენტრის უფროსმა დურმიშხან შავიშვილმა დაბა ქედისა და სოფელი მერისის საჯარო სკოლიდან მიულოცა. „გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შემოაღებენ სკოლის კარებს და პირველად დაირეკება ზარი. გისურვებთ ეს წელი წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისთვის”,- აღნიშნა მუნიციპალიტეტი მერმა, როლანდ ბერიძემ. ქედის მერიის ცნობითვე, სტუმრებმა დაბა ქედის საჯარო სკოლის პირველკლასელებთან ერთად სიმბოლურად ხის დარგვის ცერემონიაში მიიღეს მონაცილეობა. „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყველა საჯარო სკოლას ეწვივნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება ადგილზე მიულოცენ. ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში წელს 1985 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის 147 პირველკლასელი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)