|
2023-09-12 18:44:28, 1217 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო - მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობის საქმე სასამართლოში განსახილველად გაიგზავნა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნავს, მიშა მშვილდაძის საქმე სასამართლოში განსახილველად გაიგზავნა. "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ.გ.-ს მიმართ, რომელსაც ბრალად ედება 2023 წლის 27 ივნისს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობა, სასამართლოში განსახილველად გაიგზავნა. გამოძიების მსვლელობისას დაზარალებულის უშუალო ჩართულობით გადამოწმებული იქნა გამოძიების ყველა შესაძლო ვერსია, რა მიზნითაც საქმეზე არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც იდენტიფიცირდა და სასამართლოს განჩინებით გამოთხოვილი იქნა 23 კერძო ობიექტის და საჯარო უწყების ათეულობით სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი, ასევე ცალკეულ ვიდეოკადრებზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ჩანაწერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, გამოიკითხა 21 მოწმე. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, ასევე გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებული იქნა საქმესთან შემხებლობაში მყოფი 4 პირის საკუთრებაში არსებული მობილური ტელეფონები. საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტები და მასალები, რის შედეგადაც ვერ დადგინდა სხვა პირის/პირთა ბრალეულობა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მუდმივად უზრუნველყოფდა დაზარალებულის და ადვოკატის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში. დაზარალებული და მისი უფლებადამცველი სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალას და დოკუმენტს 7-ჯერ გაეცნო. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე 2023 წლის 28 ივნისს ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ.გ., რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა და სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა", - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)