|
2023-09-09 12:13:51, 1124 ნახვა
ომი უკრაინაში
კრივოი როგზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა
კრივოი როგზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, 34 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია, მათ ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ. "გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. 34 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია. მათ ყველა საჭირო დახმარება უტარდებათ [ამ დროისთვის] კრივოი როგში ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, საზოგადეობრივი ტრასნპორტი, სოციალური და სამედიცინო დაწესებულებები სტაბილურად მუშაობს", - აცხადებს კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი. ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა კრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმა გუშინ განახორციელეს. უკრაინის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადმინისტრაციული შენობა და 7 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)