|
2023-09-08 09:51:05, 1439 ნახვა
რეგიონი
მერია - ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, სოფლებში მეწყრული პროცესები განვითარდა
ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭყვამ რამდენიმე ქუჩა დატბორა. აღნიშნულ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გარდა ამისა, სხვადასხვა სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. "ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქობულეთში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. ქალაქში დილიდან უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს. შემთხვევის ადგილზე ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიისა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან",- აღნიშნულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)