03:41 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 13:07:34, 622 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ სახალხო დამცველს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ სახალხო დამცველს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ საკუთრების უფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის როლს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის პროცესში.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის, დამისამართებული საქართველოსა და ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის რეფორმების შედეგების შესახებ შუალედური პრეზენტაცია ლევან იოსელიანს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ წარუდგინა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა, აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციურ შესაძლებლობები გენდერული ბალანსისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებებით.

საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულთა შრომით უფლებებს. აღინიშნა, რომ სამინისტრო თანამშრომლების ინტერესებზე ორიენტირებული უწყებაა და მუდმივად ზრუნავს მათი პირობების გაუმჯობესებაზე.

იუსტიციის სამინისტრო სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics