06:14 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 15:33:42, 705 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის სფეროში 2022 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის იმპლემენტაციის მიზნით კონსულტაციათა მეორე რაუნდი გაიმართა

საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიგრაციის სფეროში 2022 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის იმპლემენტაციის მიზნით კონსულტაციათა მეორე რაუნდი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შვეიცარიის დელეგაციას საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სახელით იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა უმასპინძლა.

„საქართველოსა და შვეიცარიაში მიგრაციის მართვის სისტემები, პრაქტიკულად, იდენტურია, რაც ორმხრივი თანამშრომლობის წარმატების გარანტია", – აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა შვეიცარიის მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების უფროს ქრისტინა პრობსტ-ლოპესთან შეხვედრისას.

მხარეებმა ორმხრივ კონსულტაციებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: არალეგალური მიგრაციის პრევენცია, თავშესაფრის საკითხები, საპროექტო თანამშრომლობა და მემორანდუმით გათვალისწინებული სხვა მიმართულებები.

იუსტიციის სამინისტროს გარდა, სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყვნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხვადასხვა წევრი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics