11:17 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 14:27:39, 785 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი სოჭში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული და თურქული მედიები ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტს სოჭის აეროპორტში კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ რუპელი, ასევე სოჭის მერი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები დახვდნენ.

ერდოღანი დღეს სოჭში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება, გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა „მარცვლეულის შეთანხმებაში“ რუსეთის დაბრუნების საკითხი იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics