22:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-02 13:12:14, 2156 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - რუსეთს არ აქვს შანსი, სამხედრო გზით დაგვამარცხოს

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს შანსი, სამხედრო გზით დაგვამარცხოს,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვის თქმით, უკრაინა მთელ ტერიტორიას გაანთავისუფლებს.

"დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ ერთი, რუსეთს არ აქვს შანსი, სამხედრო გზით დაგვამარცხოს და მეორეც, გამარჯვება ჩვენი იქნება. მესამე, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მთელ ტერიტორიას. ერთადერთი საკითხია დრო. ეს ასევე დამოკიდებულია იარაღის მოწოდებაზე პარტნიორებისგან",- განაცხადა დანილოვმა. 

მისივე თქმით, რუსეთი ახლა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და მის ერთადერთ მიზანს უკრაინის შიდა დესტაბილიზაცია წარმოადგენს.

"რუსები ვერ შეასრულებენ თავიანთ ამოცანებს, რომლებიც 24 თებერვლამდე დასახეს და ამიტომ შიდა დესტაბილიზაციის გზით ცდილობენ ამ საკითხების მოგვარებას",- დასძინა დანილოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics