12:27 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-30 21:54:55, 733 ნახვა

მსოფლიო
კირბი - აშშ შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს

აშშ შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

როგორც კირბი აღნიშნავს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ახლახან გაემგზავრა ჩრდილოეთ კორეაში, რათა დაერწმუნებინა ფხენიანი რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიყიდვაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს მოლაპარაკებები რუსეთთან შეიარაღების შესახებ და დაიცვას საჯარო ვალდებულებები, რომლებიც ფხენიანმა აიღო, რომ არ მიაწოდოს ან მიყიდოს რუსეთს იარაღი“, - განაცხადა კირბიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics