|
2023-08-30 10:08:38, 614 ნახვა
საზოგადოება
ისრაელის ელჩმა ისრაელის საელჩოს დაფინანსებით აშენებული თანამედროვე ტიპის სათბური დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზეზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადმა დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, თანამედროვე სათბური აღჭურვილია ვენტილაციის, ფერტიგაციის და წვეთოვანი მორწყვის სისტემებით, ამ ეტაპზე ნაკვეთზე ჰიდროფონიკის (მცენარის უნიადაგოდ მოყვანის ინოვაციური მეთოდი) ტექნოლოგიის დანერგვა მიმდინარეობს. „ჩვენი თანამშრომლობა შემდგომში სემინარების და ტრენინგების სახით გაგრძელდება, რომლის დაწყებასაც ოქტომბრიდან ვგეგმავთ. ისრაელიდან ჩამოვლენ ექსპერტები, რომლებიც მათ გამოცდილებას გაუზიარებენ ფერმერებს. ჩვენ ასევე მზად ვართ ქართულ მხარეს ისრაელში არსებული სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით დავეხმაროთ“ - აღნიშნა ისრაელის ელჩმა ჰადას ესტერ მეიცადმა. სათბურის ძირითადი დანიშნულება ახალგაზრდა ფერმერების გადამზადება და მათთვის სემინარ-ტრენინგების ორგანიზებაა. აქ სხვადასხვა ქვეყნის აგრონომებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ. სტურმებმა წილკნის ბაზაზე პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს, სადაც 2017 წლიდან ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.
თელავში ინციდენტზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
თბილისში, ავტობუსს სატვირთო ამწე დაეჯახა
კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში
კალაძის თქმით, რუსთაველის რეაბილიტაცია 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება და ნოემბერში დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)