11:54 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-29 15:21:01, 737 ნახვა

საზოგადოება
Agile Spirit 2023-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი ჩატარდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit 2023 სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების საშტაბო ნაწილი მრავალეროვნული ბრიგადის ოპერაციებს მოიცავდა, რომელსაც მხარს დაქვემდებარებული ელემენტები უჭერდა, სადაც საწვრთნელი აუდიტორიისთვის რეალური გარემო იყო შექმნილი. სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვითი ოპერაციები აწარმოეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

„სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს. Agile Spirit 2023 საწვრთნელი არეალი მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს. წელს სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 21 ქვეყანა, 3 ორგანიზაცია და 3600 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. Agile Spirit 2023 საქართველოს თავდაცვის ძალებს, აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ ძალებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თელავში ინციდენტზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
თბილისში, ავტობუსს სატვირთო ამწე დაეჯახა
კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში
კალაძის თქმით, რუსთაველის რეაბილიტაცია 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება და ნოემბერში დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics