|
2023-08-28 18:19:13, 883 ნახვა
მსოფლიო
Reuters - პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსთან საზღვრების დაკეტვის პირობებზე შეთანხმდნენ
პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსთან საზღვრების დაკეტვის პირობებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ოთხი ქვეყნის ხელისუფლებები ელოდებიან შესაძლო ინციდენტებს, მათ შორის შეიარაღებული ხასიათის, ბელარუსში „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული სამხედროების ყოფნის გამო. "პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის საზღვართან კრიტიკული ინციდენტის შემთხვევაში, საზღვრებს ერთდროულად დაკეტავენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საზღვართან მოხდება აღნიშნული ინციდენტი, საზღვრები ავტომატურად ყველგან დაიკეტება. ჩვენ მინსკის ხელისუფლებას და ვაგნერის ჯგუფის მმართველობას მოვუწოდებთ, ვაგნერელებმა სასწრაფოდ დატოვონ ბელარუსის ტერიტორია", - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)