|
2023-08-28 10:43:47, 909 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ უტიაშვილი, თბილისსა და ქუთაისში, დევნილი ოჯახებისათვის, საცხოვრებელი კომპლექსების მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. "თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, იძულებით გადაადგილებული 2400 ოჯახისთვის განკუთვნილი 11 კორპუსი შენდება. მშენებლობა მაისში დაიწყო და 2 კორპუსის კარკასი უკვე დასრულებულია. სამუშაო პროცესები აქტიურ რეჟიმში, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება და დათქმულ ვადებში დასრულდება. ზურაბ უტიაშვილი, ქუთაისში, იმ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა, რომლებსაც ბინები მიმდინარე წელს გადაეცათ - რამდენიმე თვის წინ, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 480-მა ოჯახმა მიიღო. დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, განსახლების მასშტაბური პროგრამა, 2022 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 000 ოჯახს დააკმაყოფილებს. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)