|
2023-08-26 10:49:49, 695 ნახვა
საზოგადოება
გიორგი თოდუა - ფერმერებმა ვინც სახელმწიფო სუბსიდია ჯეროვნად გამოიყენეს და მოვლა-შეწამვლა შესაბამისი აგროვადებით ჩაატარეს, კარგი მოსავალი აქვთ
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას განცხადებით, ფერმერებმა, ვინც სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით ისარგებლა და თხილის მოვლა-შეწამვლა შესაბამისი აგროვადებით ჩაატარა, წელს საუკეთესო ხარისხი მოსავალი მიიღეს, ხოლო მათ ვისაც, შესაბამისი სამუშაოები არ განუხორციელებია, შედარებით ცუდი მოსავალი აქვთ. „წინა წლებში ასე იყო და დღესაც ასეა - თუ უმაღლესი ხარისხის თხილი აწარმოა ფერმერმა, სარეალიზაციო ფასიც ექნება მისაღები და ვინც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ აწარმოა კარგი ხარისხის თხილი, ბუნებრივია, ექნებათ უფრო დაბალი შემოსავალი”, - განაცხადა გიორგი თოდუამ. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ფერმერთა ნაწილმა სახელმწიფო სუბსიდია მიიღო, თუმცა აგროსამუშაოები არ ჩაატარა. იმისათვის, რომ ფერმერებმა თხილის რეალიზაციით მაღალი ფასი მიიღონ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ საჭიროა მიმართოთ საშრობებს. საშრობებში მოქმედ ლაბორატორიებში გამოკვლევით დადგინდება რა ხარისხის თხილი გვაქვს და რა იქნება სარეალიზაციო ფასი. ,,ფერმერების ნაწილმა, რომლებმაც იმის მიუხედავად, რომ მიიღეს სახელმწიფო სუბსიდია და თხილნარი ვერ შეწამლეს, თუნდაც უამინდობის ან დროის უქონლობის გამო, თხილის ხარისხი, ცხადია, კარგი არ იქნება. ამიტომაც, ამ შემთხვევაში არის ფასის განსხვავებაც, სხვაობა ხშირად ორი ლარი და მეტია. დღეის მდგომარეობით, შესაძლოა, რეალიზაცია მოხდეს 6-7 ლარადაც“, - აღნიშნა გიორგი თოდუამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)